მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა, დაურ ისმაილოვმა მის პირველ მოადგილედ
გიორგი გოდაბრელიძე დანიშნა.
გოდაბრელიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მარნეულის მერიამ ინფორმაცია
14 ნოემბერს გაავრცელა, მაგრამ ამ ეტაპზე კვლავ უცნობია თუ ვინ
იქნებიან მერის სხვა მოადგილეები.
მარნეულის ყოფილ მერს, კენან ომაროვს 3 მოადგილე ჰყავდა. მისი პირველი
მოადგილე როინ დეკანოიძე იყო, ხოლო მოადგილეები ზურა ფანგანი და თემურ
შუბითიძე.
როინ დეკანოიძემ რადიო „მარნეულთან“
კომენტარის გაკეთება არ ისუვა და
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან
გადაგვამისამართა.
მერის მოადგილეობასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე არ გააკეთა ზურაბ
ფანგანმაც, ხოლო თემურ შუბითიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე
კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მაგაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ კონსულტაციები
მიმდინარეობს და არ არის ჯერ გადაწყვეტილი დარჩენა არ დარჩენის
საკითხი. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“. - გვითხრა თემურ
შუბითიძემ
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ
მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფომრაცია საჯაროა და მათი ვინაობა
ცნობილი გახდება როდესაც ოფიციალურად შეუდგებიან თავიანთ
ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
მარნეულის მერიის საიტზე, მერის მოადგილეების გრაფაში დეკანოიძე,
შუბითიძე და ფანგანი აღარ იძებნებიან. მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილებას მერის ყოფილი მოადგილეების მობილურის
ნომრები ვთხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ ისინი მერიის თანამშრომლები
აღარ იყვნენ, რის გამოც მათი პირადი მობილური ნომრების გაზიარებას ვერ
შეძლებდნენ.
ამ ეტაპზე მარნეულის მერს, დაურ ისმაილოვს მხოლოდ ერთი მოადგილე
ჰყავს. მერიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიორგი
გოდაბრელიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური
ზედამხედველობის სამსახურშიც მუშაობდა, ხოლო ბოლოს თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
რადიო „მარნეული“