დღეს, 18 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის
საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს და წინა მოწვევის საკრებულოს წევრების
მსგავსად, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმაც ყველა საკითხზე
დადებითი გადაწვეტილება მიიღეს.
საკრებულოს პირველმა სხდომამ კითხვების გარეშე ჩაიარა. არც ერთ
დეპუტატს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები არ
გაჩენიათ.
მარნეულის საკრებულოს მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო 2025 წლის
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები,
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდადნ დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალის მოწონება და
მერიისა და საკრებულოს საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტების
დამტკიცება.
რეგიონული განვითარების ფონდიდან მარნეულში კაპანახჩის ადმინისტრაციულ
ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა გზების დაგებაა დაგეგმილი.
„აღნიშნული პროექტები მოიცავს 6 სოფელს - ალგეთის ღვინის
ქარხანა, ქეშალო, ილმაზლო, კაპანახჩი, პირველი და მეორე ქესალო. ჯამში
არის 3.5 კილომეტრი გზა და შეადგენს 1 580 000 ლარს“. -
აღნიშნეს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე
ცვლილებები შევიდა მარნეულის საკრებულოს საწვავისა და სასაუბრო
ბარათების ლიმიტების განსაზღვრაშიც. საკითხის მომხსენებელის
განმარტებით, სასაუბრო და საწვავის ბარათების ლიმიტები უცვლელი
რჩება.
„მოგეხსენებათ, დამტკიცდა საკრებულოს ახალი შემადგენლობა,
შესაბამისად შედის ცვლილება საკრებულოს საწვავის და სასაუბრო
ბარათების ლიმიტების დაწესების შესახებ განკარგულებაში. ამ
შემთხვევაშიც არ იცვლება ლიმიტები და მტკიცდება მხოლოდ ახალი
წევრებისათვის“. - განაცხადა საკრებულოს წევრმა თეონა
ფარჯიანმა
18 ნოემბერს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებასაც, რომლის
მიხედვითაც განისაზღვრა სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტში სტიქიური
მოვლენების შემდგომი რეაგირებისათვის.
რადიო „მარნეული“