მიმდინარე კვირის ბოლომდე მარნეულის მუნიციპალიტეტში ამინდის
სტაბილური პირობები შენარჩუნდება.
25-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ნალექის ალბათობა მინიმალურია,
მოსალოდნელია უპირატესად მზიანი ან ცვალებადი მოღრუბლულობა.
დღისით ტემპერატურა საშუალოდ +15°C-დან +17°C-მდე იქნება.
ღამით კი ტემპერატურა +2°C-დან +5°C-მდე დაეცემა.
სამშაბათი, 25 ნოემბერი: დღისით ჰაერის ტემპერატურა
+15°C-დან +19°C-მდე მერყეობს. ღამით +2°C-დან +5°C-მდე იქნება.
ოთხშაბათი, 26 ნოემბერი: მოსალოდნელია დღისით
+14°C-დან +15°C-მდე, ღამით კი +1°C-დან +4°C-მდე.
ხუთშაბათი, 27 ნოემბერი: დღის მაქსიმუმი იქნება
დაახლოებით +14°C-დან +16°C-მდე, ღამით +1°C-დან +2°C-მდე.
პარასკევი, 28 ნოემბერი: შენარჩუნდება მზიანი
ამინდი. დღისით ტემპერატურა +13°C-დან +15°C-მდე იქნება.
შაბათი, 29 ნოემბერი: კვირის ბოლოს, დღისით
+12°C-დან +14°C-მდე იქნება, ღამით
კი ტემპერატურა კვლავ ნულს ზემოთ
შენარჩუნდება.
მთელი პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი ან აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი, ზომიერი სიჩქარით.