ხუთი დღეა მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი 08:00
საათიან მარშრუტს არ ასრულებს.
რამდენიმე დღეა პედაგოგები, რომლებსაც სოფელ კაჩაგანში ჩასვლა
აღნიშნული ტრანსპორტით უწევთ, საგანმანათლებლო დაწესებულებამდე ტაქსით
მიდიან.
მასწავლებლები ამბობენ, რომ მათთვის ეს დამატებით ხარჯთანაა
დაკავშირებული. ინფორმაცია კი ტრანსპორტის შეჩერების მიზეზთან ან
აღდგენასთან დაკავშირებით, არ აქვთ.
„ავტობუსი, რომლითაც დილით სკოლის მიმართულებით
გადავაადგილდებით მასწავლებელბი კაჩაგანის მიმართულებით, ოთხშაბათიდან
მოყოლებული არ დადის. მიზეზი არ ვიცით. ყოველდღიურად 20-25 ლარის
გადახდა გვიწევს, რაც ჩვენს ბიუჯეტზე აისახება. წარმოუდგენელია როგორ
შეიძლება ყოველ კვირა ფუჭდებოდეს ავტობუსი და არ კეთდებოდეს. ან თუ
ფუჭდება, ამაზე ინფორმაცია არ ჰვქონდეს როდის გაფუჭდა როდის აღდგება
და ასე შემდეგ“
„ოთხშაბათიდან არ არის ავტობუსი, ძალიან რთულია სამსახურში წასვლა და
არც არავინ გვეუბნება როდის აღდგება. გვიწევს ტაქსით გადაადგილება,
რაც ძალიან დიდი ხარჯთანაა დაკავშირებული” - გვითხრეს
პედაგოგებმა.
მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი, რომელიც სოფელ კაჩაგანსაც გადის ,
მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო კომპანიის
“ავტოპარკის” საკუთრებას წარმოადგენს. როგორც რადიო “მარნეულს”
ადგილობრივ თვითმმართველობის საზოგადოევასთან ურთიერთობის
განყოფილებაში უთხრეს, მარნეულიდან წითელი ხიდის მიმართულებით ორი
ტრანსპორტი დადის, გაფუჭებულია 08:00 საათიანი ავტობუსი, რომლის
აღდგენის სავარაუდო თარიღი 3 დეკრმბერია. რაც შეეხება ერთ ავტუბუსს,
მერიის განმარტებით, ის მოძრაობას ჩვეული გრაფიკით აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მარნეული- მწითელი ხიდის ავტობუსის გაფჭებაზე ნიუსი
რადიო “მარნეულს” არაერთხელ მოუმზადებია. მათ შორის მაშინ, როდესაც ის
ერთი თვის განმავლობაში გაფჭებული იყო და პედაგოგებს სკოლამდე სიარული
ტაქსით უწევდათ.
მარნეულის მერია პედაგოგებს, რომლებიც მარნეულის სკოლებში სხვა
ქალაქებიდან დადიან, მგზავრობას ყოველთვიურად 50 ლარით უფინანსებს.
ადგილობრივი ტრანსპორტის გაფუჭების გამო ერთადერთი ალტერნატივა
ტაქსია, რომლის ღირებულებაც, კაჩაგნის მიმართულებით, 25 ლარს
შეადგენს. შესაბამისად, პედაგოგებს ერთი თვისთვის განკუთვნილი თანხა
მხოლოდ ორ დღეზე ჰყოფნით.
/გარეკანის ფოტო: რადიო "მარენეულის" არქივი/