შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში დააკავეს პირი,
რომელიც სხვადასხვა დანაშაულებისთვის იყო ძებნილი.
„მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა
დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს
განჩინების საფუძველზე იძებნებოდა“. - აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, 1993 წელს
დაბადებული რ.ი. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს და ის უკვე
პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
რადიო „მარნეული“