მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა.
საკრებულოს სხდომა მერიის შენობაში 4 დეკემბერ, 12 საათზე გაიმართება
და დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავენ.
დღის წესრიგს მარნეულის საკრებულოს აპარატი ავრცელებს.
- 1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19
დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- /მომხს. თეონა ფარჯიანი, კობა ჩხიტუნიძე/
- 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი
პროექტების შესახებ.
- /მომხს. ადილ ალიევი/
- 3. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის
დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის
11 მარტის N9 დადგეილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- /მომხს. მამუკა შუბითიძე/