3 დეკემბერს, მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი “შინ” გაიმართება
3 დეკემბერს, მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი “შინ” გაიმართება. ინფორმაციას კულტურის ცენტრი ავრცელებს.
“„შინ“ გახდა კონკურსის გამარჯვებული ინიციატივა პროგრამის ფარგლებში „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“. ფესტივალი ხორციელდება კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით და ეძღვნება UNESCO-ს კონვენციის მიღებიდან 20 წლის იუბილეს- დოკუმენტს, რომელიც კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას ემსახურება.” - წერს კულტურის ცენტრი.

ღონისძიება კულტურის

სახლის სკვერში 16:00 საათზე დაიწყება.

  1. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის სივრცე– წიგნის კითხვა ბავშვებისთვის.
  2. მარნეულის ამერიკული კუთხე – სამაგიდო თამაშები
  3. თერაპიის კუთხე-ხატვა, ძერწვა.
ფესტივალის ძირითადი ნაწილის გახსნა:

  • 16:40- 17:00 სთ – ქართული, აზერბაიჯანული, სომხური ეთნოკუთხეების დათვალიერება –წარმოდგენილი იქნება დეკორატიული კუთხეები, ადგილობრივი ეთნოკულტურებისთვის დამახასიათებელი მოტივებით, ფოლკლორული ელემენტები და პერფომანსები.
  • 17:00-17:10 სთთოჯინური პერფომანსი „მარო“
  • 17:10-17:20სთ - ინსტალაცია „გაუგონარი ექოები“.
  • 17:20-17:30 სთ-თეატრალიზებული წარმოდგენა/
  • პერფომანსი „ა“.
17:30-17:40სთ. ქორეოგრაფიული საარი (ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ქორეოგრაფიის სინთეზი, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების „იბერია“ და „ენგური“, მონაწილეობით)

17:40 სთ/დან კონცერტი (ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები)

•მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა გუნდი
• აშუღი ქალი თინა ნარგილე მეჰთიევა.
• სოლისტი ალვინა ამირხაიანი
• სოლისტი –შაბან მამედოვი
• სოლისტი – ქრისტი ჯავახიძე
• აზერბაიჯანული ფოლკლორი(თარი) – რამინ პირმამედოვი
• კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების გუნდი.
• სოლისტი – ელენე ბაბილოძე
• სოლისტი–ანდრია მიშველიძე
•სანდრო ნიკოლაძე და გუნდი
•დიჯეი-არკანი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები