მერიამ მარნეულის საკრბეულოს წევრების და თანამშრომლების კაბინეტებისთვის აბრები შიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და თანამშრომლების კაბინეტების ბანერების დასამზადებლად მარნეულის მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვთან გააფორმა.

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი შემდეგი პირების კაბინეტების აღმნიშვნელ აბრებს შეისყიდის:
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ვასილ ხახულაშვილი
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - ელშან ჰასანოვი
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე -

ადილ ალიევი
საკრებულოს ფრაქცია ,,ხალხის ძალა“-ს თავმჯდომარე - აქსანა კურბანოვა
საკრებულოს აპარატის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და
საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი -ია ესებუა
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე - რამაზი კარახმაზლი


მარნეულის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მერია 165 ლარად იძენს დაბეჭდილ ალუმინის ფირფიტებსა დ დაბეჭდილ ორგმინას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები