გამსახურდიას ქუჩაზე „გარა არხის“ ნაწილი ბეტონით მოპირკეთდება
ქალაქ მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ. „გარა არხის“ (შავი არხის) ნაწილის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რადიო „მარნეულს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ არხის მოწყობის სამუშაოები მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე დაიწყო, ვინაიდან მისი ეზო არხს ესაზღვრება და დროგამოშვებით იტბორებოდა.

„ერთი მოსახლეა, რომლის ეზოშიც შედიოდა წყალი. ჩვენ მოგვმართა წერილით, ამ წერილის საფუძველზე ჩვენ ვაკეთებთ ბეტონის არხს. მანდ იყო ძველი არხი.

მეზობელმა გზა დაგვითმო რომ შევსულიყავით, სხვა მხრივ ვერც მოვახებდით - სხვაგან ვერც შევდივართ - და ვაკეთებთ ამ მონაკვეთს“.
- გვითხრა საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელმა

საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოები დაახლობით 50 მეტრის მანძილს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ გამსახურდიას ქუჩაზე გამავლი „გარა არხის“ ნაწილი 2025 წლის დასაწყისში მოეწყო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები