მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში
ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ერთჯერადი სოციალური
დახმარებები აღარ გაეწევათ.
საუბარია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების
დახმარების სათთბირო საბჭოს მანდატზე, რომელებსაც ამიერიდან მხოლოდ
ოპერაციებისა და გამოკვლევებისათვის შეეძლებათ გასცენ დაფინანსებები.
აღნიშნული საკითხი განსახილველად 4 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე,
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ
გამოიტანა.
„საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება განახორციელოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების
განცხადებების განხილვა და გაუწიონ მათ დახმარება მხოლოდ ოპერაციისა
და გამოკვლევის მიმართულებით. ძირითადი ცვკლილება შეეხება იმას, რომ
ფულადი დახმარება ერთჯერადად აღარ იქნება, მხოლოდ დავემხარებით
გამოკვლევებისა და ოპერაციების მიმართულებით, წარმოდგენილი
დოკუმენტაციის საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს აღარ
გადაერიცხება თანხა პირად ანგარიშზე. ანგარიშსწორება მოხდება
კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. “ -
განმარტა მამუკა შუბიძთიძემ.
აღნიშნულ საკითხე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი
განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო 9 თვის ბიუჯეტის შესრულების
საკითხს და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის
პროგრამაში შესატან ცვლილებას.