“მარნეულობაზე” მერია სამთავრობო სტუმრებს სადილით 6 500 ლარად გაუმასპინძლდა
მარნეულის მერიამ 155 000 ლარად ორგანიზებულ ღონისძიებაზე სამთავრობო სტუმრების გასამასპინძლებლად დამატებით 6 500 ლარი დახარჯა. მარნეულის მერიის მიერ 8 დეკემბერს გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ „მარნეულობა 2025“-ის გამართვისათვის დამატებით შეისყიდა სარესტორნო მომსახურებაც.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ქალაქ მარნეულში გაიმართება სახალხო დღესასწაული ,, მარნეულობა’’ სადაც მოწვეული იქნებიან სტუმრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან. გამომდინარე აქედან, გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების

სადილით გამასპინძლება“.
- აღნიშნულია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა შუბითიძის მიერ მარნეულის მერისათვის, დაურ ისმაილოვისათვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებით ირკვევა, რომ მარნეულის მერია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდა „სტრელეცით“, ციკანის ჩაქაფულით, ხბოს მწვადით, კალმახით, ქაბაბით, ღორის მწვადით, ხაშლამით, შქმერულით, ქათმის ჯიგარით, ფხალის ასორტით, ნიგვზიანი ბადრიჯნით, ქათმის სალათით და ა.შ.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებში არაა მითითებული თუ კონკრეტულად რამდენ ადამიანზე გაიშალა სადილით გამასპინძლებისათვის განკუთვნილი სუფრა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ „მარნეულობის“ ღონისძიების ორგანიზებაც ასევე გამარტივებული წესით 155 000 ლარად შეიძინა, საედანაც მომღერლების ანაზღაურებაში 31 600 ლარი დაიხარჯა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები