ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მარნეულის N4 საჯარო სკოლის
დირექტორი,
დილარა დარგალი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი
გაათავისუფლეს.
დილარა დარგალის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ 6 დეკემბერს იმსჯელა. ხუჯაძის
თანაშემწემ რადიო “მარნეულს” განუცხადა, რომ დილარა დარგალს აღკვეთი
ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეეფარდა.
სასამართლოში გვითხრეს, რომ საპატიმრო გირაოს შუამდგომლობა ბრალდების
მხარემ, თავად პროკურატურამ, დააყენა და მოსამართლემ
შუამდგომლობა
დააკმაყოფილა.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, დილარა დარგალმა გირაო უკვე გადაიხადა
და საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 5 დეკემბერს
გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ
ქრთამის აღების ბრალდებით მარნეულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
დააკავეს.
“მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნრულის
მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის
გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომ და ჩაბარების სანაცვლოდ ერთ-ერთ
მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა” -
აღნიშულია სუს-ის განცხადებაქში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.