მარნეულის მერია თანამშრომლებისათვის სასმელ წყალს 36 694 ლარად ყიდულობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სასმელი წყალის შესყიდვას გეგმავს. მერიის მიერ 11 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა 67 500 ლიტრამდე სასმელი წყალის შეძენას აპირებს.

„ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი ტიპის არაგაზირებული წყალი არანაკლებ 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის ჭურჭელი, განკუთვნილი უნდა იყოს წყლის დისპენსერისთვის - 3 500 ცალი“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

მერია ასევე აპირებს 2 000 ცალი 0.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული წყალის შესყიდვას.

სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მერიას მიაწოდოს 16 ცალი წყლის დისპენსერიც, რომლებსაც ექნებათ ოგორც წყლის გაციების, ისე 90 გრადუსამდე გაცხელების ფუნქცია.

2026 წლის განმავლობაში მერიის სასმელი წყლით მომარაგებისათვის მარნეულის მერია 36 694 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კოპმპანიებს 17-დან 19 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მერიას სასმელი წყალი, მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, ეტაპობრივად, მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები