მარნეულის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის კონფლიქტის საფუძველზე
ერთ-ერთ მოსწავლეს ჭირილობები მიაყენეს.
“Marneulinews.ge”-ს ინფორმაციით დაპირისპირება მერვე კლასელებს შორის
მოხდა რის შედეგადაც ერთ-ერთ მოსწავლეს ჭრილობები თავსა და კისრის
არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირება სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.
რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს რაც
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას
გულისხმობს. დანაშაული ისჯება
ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 6 თვემდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
რადიო “მარნეულს” ჯეო ჰოსპიტალსში განუცხადეს, რომ დაჭრილი მოზარსის
მდგომარეობა სტაბილურია.
რადიო “მარნეული”