მარნეულის მერია საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების მომსახურების შესყიდვას 17 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მერია საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების მომსახურების შესყიდვას 17 000 ლარად გეგმავს. თვითმმართველობის მერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია :

• უძრავი ქონების აგეგმვითი ნახაზები, საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობასთან ერთად (ელ. ვერსია) - 50 ნაკვეთი;

შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზები (ელ. ვერსია) - 2,000 კვ.მ.;

ხაზოვანი ნაგებობის აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები (ელ. ვერსია) - 50,000 გრძ.მ.;

მიწის ნაკვეთის გაყოფა ან/და გაერთიანება ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება (ელ. ვერსია) - 30 ცალი;

ობიექტის, მიწის

ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა - მიწის ნაკვეთის დაკვალვა
ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება - 1 ჰა.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 23-26 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან) გასაწევი მომსახურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები