მარნეულის მერია საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების
მომსახურების შესყიდვას 17 000 ლარად გეგმავს.
თვითმმართველობის მერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნულ
თანხაში გათვალისწინებულია :
• უძრავი ქონების აგეგმვითი ნახაზები, საჭიროების შემთხვევაში
შენობა-ნაგებობასთან ერთად (ელ. ვერსია) - 50 ნაკვეთი;
შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზები (ელ. ვერსია) - 2,000
კვ.მ.;
•
ხაზოვანი ნაგებობის აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები (ელ. ვერსია) -
50,000 გრძ.მ.;
•
მიწის ნაკვეთის გაყოფა ან/და გაერთიანება ან/და რეგისტრირებულ
მონაცემებში ცვლილება (ელ. ვერსია) - 30 ცალი;
•
ობიექტის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა - მიწის
ნაკვეთის დაკვალვა
ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება - 1 ჰა.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 23-26 დეკემბრის პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან) გასაწევი
მომსახურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31
დეკემბრისა შეასრულოს.