მარნეულში ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ძმები ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ ქურდობის ფაქტი გახსნა. მარნეულში მომხდარი დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2008 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ნ.ი. დააკავეს, ხოლო მისი ძმა, 2009 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულის სახით ამხილეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 8 ცალი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი

მოიპარეს. დადგენილია, რომ ძმებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი თანასოფლელებზე გაყიდეს, ნაწილი კი სხვადასხვა მაღაზიაში ჩააბარეს. პოლიციამ მოპარული ტელეფონებიდან ოთხი ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო.


{{VIDEO}}

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები