შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული
შ.ფ. სარფში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში
მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი
გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.