საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
თანამშრომლებმა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი
ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2002
წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ
ოქროს მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სასწრაფოდ
გადაყვანილ იქნენ სამედიცინო დაწესებულებაში,
თუმცა მათგან ერთი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
მალევე დაადგინეს ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად კანონით
გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები განახორციელეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
19-109-ე და 236-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.