შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი
ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ
მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ
მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე
მარნეულში დააკავეს.
რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.