მარნეულში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭაა დაზიანებული
ქალაქ მარნეულში მუსხელიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭიდან წყალი გადმოედინება. რადიო „მარნეულს“ მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ახალი წლის პერიოდში წალი დიდი ნაკადით გადმოედინებოდა, რის გამოც ქუჩის დიდ ნაწილზე გუბე იდგა.

ადგილობრივების თქმით, საკანალიზაციო ჭის დაზიანების

გამო ქუჩაზე არასასიამოვნო სუნი და ანტისანიტარიაა.

რადიო „მარნეულს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია მუსხელიშვილის ქუჩაზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით. კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით სამუშაოების მიმდინარეობს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები