მარნეულში „კრიმინალური ავტორიტეტის“ სახელით გამოძალვის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ა.გ., რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტის“ სახელით აშინებდა 1967 წელს დაბადებულ მცირე მეწარმეს (ფ.მ.). ბრალდებული მას და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით, ასევე ქონების განადგურებით

ემუქრებოდა და სანაცვლოდ 4000 აშშ დოლარს სთხოვდა.


პოლიციამ ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები