მარნეულის ბაღებისთვის 58 811 ცალ ქათმის კვერცხს იყიდიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება მარნეულის ბაღებისთვის 58 811 ცალ ქათმის კვერცხს 27 877 ლარად შეიძენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 ცალი კვერცხის შეძენა მუნიციპალიტეტს 0.47 თეთრი უჯდება.პროდუქტი პირველი ხარისხის უნდა იყოს, სუნისა და ლაქების გარეშე. ასევე დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ფირფიტებზე ან ერთჯერად კონტეინერებში.

“კვერცხი - (ცალობით) ახალი, მთელი, სუფთა, მაგარი, გლუვი, ხორკლების გარეშე, მარკირებული, I კატეგორიის;

ერთი ცალის წონა არანაკლებ 50 გრ. სუნისა და ლაქების გარეშე; ფერი თეთრი ან მოყავისფრო, დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის; დაფასოებული მუყაოს ფირფიტებზე და/ან ერთჯერად კონტეინერებში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად/საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი მარკირებით; მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%. - 58 811 ცალი”
- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

მარნეულის ბაღების გაერთიანება პროდუქტის შეძას 30`876 ლარად გეგმავდა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდნტმა, გიორგი გიორგაძემ მიიღო, რომელმაც გაერთიანებას ქათმის კვერცხების მიწოდება 27 877 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე, ტენდერი ხელშეკრულების მომზადების პროცესშია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად ჯამში 13 ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართვლობა მარნეულის საბავშვო ბაღებისათვის საკვები პროდუქტების შესასყიდად 1 100 000 ლარი გამოყო. გამარჯვებული კომპანიები ბაღებს პროდუქტებს 2026 წლის იანვრის თვიდან მიაწოდებენ ეტაპობრივად 31 ივლისის ჩათვლით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები