2026 წლიდან მარნეულის კულტურის სახლის სრული
რებილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება.
ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს და განმარტავს, რომ სამუშაობი
სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის
ხელმძღვანელმა ნატო შავიშვილმა განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს
ალტერნატიული ფართის მოძიების პროცესი, სადაც კულტურის სახლის წრეები
გადავა.
კულტურის სახლის შენობა სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების
მიმდინარეობის დროს დახურული იქნება.
მარნეულის მერიის მიერიის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,
დაგეგმილია შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული სადემონტაჟო
სამუშაოები, შენარჩუნდება ისტორიული იერსახის ნაწილი და დაემატება
ახალი მარცხენა და მარჯვენა ფლიგელები, მოეწყობა თანამედროვე
სტანდარტების თეატრის დარბაზი და ქორეოგრაფიული სარეპეტიციო სტუდია და
სრულიად განახლდება მთავარი დარბაზი.
მერიის განმარტებით, პროექტის ღირებულება 7 585 000 ლარს შეადგენს და
რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა და მარნეულის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამ ეტაპზე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის
სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე
უცნობია თუ როდიდან მოუწევს მარნეულის კულტურის ცენტრს ახალ შენობაში
გადასვლა.
რადიო „მარნეული“