როდის დასრულდება რუსთაველის ქუჩაზე წყალმომარაგების სამუშაოები
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ამ დრომდე მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები, რომელიც 30 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. წყლისა და წყალარინების სამუშაოების გამო რუსთაველის ქუჩის ნაწილობრივი გადაკეტვა 23 ოქტომბერს დაიწყო.

მარნეულის მერიის მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სამუშაოები 30 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად ამისა, სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს მაღალაშვილის სახელობის ხიდიდან იუსტიციის სახლამდე ტერიტორიაზე.

წყალგაყვანილობის

სამუშაოების გამო მარნეულში მოძრაობა შეზღუდულია და ქალაქში ხშირად იქმნება საცობები.

რადიო „მარნეულს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების გაყვანის სამუშაოებისათვის ვადა 31 იანვრამდე პერიოდში აქვთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები