მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2026 წლის
განმავლობაში ქალაქ მარნეულში
გასაკრავი საინფორმაციო და მისალოცი ბილბორდების/ბანერების დიზანის
დამზადების, თანმდევი მონტაჟისა და დემონტაჟისათვის ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული
იქნება ერთი წლის განმავლობაში 30 მისალოცი ბილბორდი გამოაკრას.
მისალოცი ბილბორდები შემდეგი დღესასწაულებისათვის გამოიკვრება:
ნოვრუზ ბაირამის ბილბორდი - 5 ცალი;
აღდგომის ბილბორდი - 5 ცალი;
26 მაისის ბილბორდი - 3 ცალი;
მარიამობის ბილბორდი - 5 ცალი;
საახალწლო ბილბორდი - 4 ცალი;
საშობაო ბილბორდი - 4 ცალი.
მარნეულის მერია 2026 წლის განმავლობაში მისალოცი ბილბორდების
განთავსებისათვის 17 850 ლარის დახარჯვას გეგმავს. მერიის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 21-დან
2
3 იანვრამდე პერიოდში შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია სადღესასწაულო ბილბორდების
განთავსებისათვსი ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს. 2024 და 2025 წლებში
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ შპს Print
Office-მა გაიმარჯვა. მერიამ კომპანიას მომსახურების შესრულებისათვის
ორივე წელს ერთი და იგივე თანხა, 18 054 ლარი, გადაუხადა.
რადიო „მარნეული“