აუდიტი მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024–2025 წლების ბიუჯეტის ხარჯვას შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობას შეამოწმებს. როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმიდან ირკვევა, 2026 წლის განმავლობაში 47 აუდიტს ჩაატარებენ. მათ შორის ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში - გარდაბანსა და მარნეულში.

აუდიტის მიზანია შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი დადელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2024-2025 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან(კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები,მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების

განკარგვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები.

47 აუდიტიდან 5 ფინანსური აუდიტი იქნება, 35 - შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 7 - ეფექტიანობის აუდიტი.

„2025 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტებისა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 2026 წელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს მთავრობის კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტს“, - წერია დოკუმენტში.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ვადებში შეისწავლიან გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები