მერია არ ამბობს თუ რამდენი უკანონო ნაგავსაყრელია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2023-2027 წლების ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023 წელს 122 უკანონო ნაგავსაყრელი აღირიცხა.

მარნეულის მერიაში ვცადეთ გაგვერკვია თუ როგორ მიმდინარეობს უკანონო ნაგავსაყრელების გაწმენდითი სამუშაობეი, რამდენი სტიქიური ნაგავსაყრელი დარჩა 2025 წლის მონაცემებით და აპირებს თუ არა მერია მყარი ნარჩენების გატანის გადასახადის შემოღებას. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინფორმაციის მიღებისათვის წერილობითი მიმართვა გვთხოვა, რათა გაგვეგო, თუ რამდენი სტიქიური ნაგავსაყრელი

გაწმინდა მერიამ.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას ოფიციალური წერილით გასულ წელს, 18 დეკემბერს, მიმართა. მარნეულის მერიას 1 თვეზე მეტი დრო დასჭირდა ჩვენთვის პასუხის გასაცემად. მიუხედავად ამისა, მერიისაგან 20 იანვარს მიღებულ ინფორმაციაში მაინც არაა ჩვენს კითხვებზე გაცემული პასუხი.

„მუნიციპალიტეტში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები აღრიცხულია შესაბამისი GPS კოორდინატებით და ეტაპობრივად ხორციელდება დახურვის ღონისძიებები. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის პასუხში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფომაციაზე პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს. თუ საჯარო ინფორმაციის მოძიება მუნიციპალიტეტისთვის შრომატევადია, მაშინ მათ აქვთ მაქსიმუმ 10 დღიანი ვადა, პასუხის გასაცემად. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ან უნდა დაასაბუთოს, რომ საჯარო ინფროაციის შეგროვება ძნელია და გაახანგრძლივოს გაცემის ვადა.

რადიო „მარენულისათვის“ მარნეულის მერიას არ მიუწოდებია ინფორმაცია რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დამატებით დამუშავებას და შეგროვებას საჭიროებდა. ხოლო, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში ჩვენს კითხვებზე პასუხი მითითებული არ არის და ზოგადად აღნიშნავენ, რომ მერია ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის მუშაობს.

შესაბამისად, მარნეულის მერია ამ დრომდე არ ამბობს შემოიღებს თუ არა მყარი ნარჩენების გატანის გადასახადს და რამდენი სტიქიური ნაგავსაყრელია დარჩენილი მუნიციპალიტეტში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები