მარნეულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის
ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური
მომსახურების შესყიდვაზე.
შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის ფორმით.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება
შეადგენს 726 284.00 ლარს, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო
ღირებულება განსაზღვრულია 80 000.00 ლარით.
მომსახურება მოიცავს პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ სამუშაოებს, ასევე
ავტომობილების შეკეთებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მომსახურებას,
მათ შორის: სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას,
საცხებ-საპოხი მასალების
შეცვლას, კომპიუტერულ და ტექნიკურ
დიაგნოსტიკას (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა),
საბურავების დაშლა-აწყობას, შეკეთებასა და ბალანსირებას, ალუმინისა და
რკინის დისკების შეკეთებას, სალონის რემონტს, ელექტრო სამუშაოებს და
სხვა საჭირო სერვისებს.
ტენდერის პირობების თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელდეს
დაუყოვნებლივ და რიგგარეშე, მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან
გამომდინარე.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 28-30 იანვრის პერიოდში
შეეძლებათ.
მოწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 2026
წლის 31 დეკემბრისა.