მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც
თანამდებობებს არ იკავებენ და მხოლოდ სადეპუტატო უფლებამოსილებას
ახორციელებენ, ანაზღაურება 10%-ით გაეზარდათ.
როგორც საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ „რადიო
მარნეულს“ განუცხადა, რიგით დეპუტატებს ანაზღაურება ორი წლის
განმავლობაში არ გაზრდიათ. მანამდე ისინი თვეში 880 ლარს იღებდნენ,
ხოლო გაზრდის შემდეგ თანხა 967 ლარს შეადგენს.
ნინო ბერიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა დეპუტატებს სადეპუტატო
მანდატის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად სჭირდებათ.
მათ შორის საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად, მოსახლეობასთან
შეხვედრებისთვის, მოქალაქეთა განცხადებების მომზადებისა და
საჭირო
დოკუმენტაციის ბეჭდვისა და ასლების დამზადებისთვის.
„თქვენ იცით, რომ საკრებულოს რიგი წევრების თანამდებობებზე და იღებენ
თანამდებობისათვის განკუთვნილ სარგოებს, მაგრამ დეპუტატთა ნაწილი არის
რიგითი საკრებულოს წევრები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი
თანამდებობრივი სარგო, ანუ ხელფასს არ იღებენ. აქედან გამომდინარე,
მათთვის წესდება სადეპუტატო უფლე-მოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებული ხარჯი. ორი წელია არ ყოფილა გაზრდილი დაწელს 10%-იანი
ზრდა მოხდა მათზეც. ეს თანხა მათ სჭირდებათ მოსახლეობასთან
შეხვედრების დროს, საკრებულოს სხდომებზე ჩამოსვლის დროს, ასევე იმ
სიახლეების მიტანა მოსახლეობამდე, შეხვედრები ბიუჯეტის ქსეროასლების
გაკეთებები და ყველაფერი აბსოლუტურად. მოქალაქე როდესაც მიდის და
სთხოვს განცხადების დაწერას თუნდაც ამას ხარჯი ხომ სჭირდება ქაღალდი
შეიძინოს, გააკეთოს ეს განცხადებები, ჩვენამდე მოიტანოს არსებული
პრობლემები. „ - განმარტავს ნინო ბერიძე
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი
განიხილეს და დეპუტატებმა ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება
მიიღეს. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს , საკრებულოს
თანამშრომლებისთვის ხელფასის 10%-ით გაზრდაზე, ბიუჯეტში შეტან
ცვლილებებსა და სოციალურ საკითხებზე.