მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
რაოდენობა კიდევ შეამცირა.
24 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შრომით ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა რაოდენობისა 12-ით, ხოლო 23 იანვარს გამართულს
საკრებულოზე ცნობილი გახდა, რომ კიდევ 3-ით შემცირდა. თანამდებობრივი
სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ საკითხი დეპუტატებს საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, თეონა ფარჯიანმა
წარუდგინა.
„წარმოგიდგენთ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025
წლის 24 დეკემბრის განკარგულებაში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის
მიხედვითაც მცირდება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა“
– თქვა თეონა ფარჯიანმა
მარნეულის საკრბეულოს წევრებმა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირთა რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი
განიხილეს და დეპუტატებმა ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება
მიიღეს.