მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
ბეითარაფჩიში არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციისათვის 4 თებერვალს
ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, ბეითარაფჩიში
ჭაბურღილის მოწყობისათვის 40 615 ლარი უნდა დაიხარჯოს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ 2025 წლის 21 თებერვალს შპს
“თერგთან” გააფორმა ხელშეკრულება ამავე სოფელში ჭაბურღილის
მოწყობასთან დაკავშირებით. მერიასა და შპს “თერგს” შორის დადებული
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები
118 359 ლარად და
99 თეთრად შეასრულა.
“მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 21 აგვისტოს №210
ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,თერგი“-მა შეასრულა მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩიში სასმელ წყლის ჭაბურღილის მოწყობის
სამუშაოები, რომლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გათვალისწინებულია
2026 წლის 01 თებერვლის ჩათვლით”. - აღნიშნულია
ბეითარაფჩიში ჭაბურღილის მოწყობის სატენდერო წინადადებაში
“მარნეულის სოფწყალის” ტექნიკურმა მენეჯერმა, გივი შაორშაძემ რადიო
“მარნეულთან” საუბრისას განაცხადა, რომ სოფელ ბეითარაფჩიში სასმელი
წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის ტენდერის
გამოცხადება პირველ ჭაბურღილზე დებეტის ნაკლებობის გამო გახდა
საჭირო.
“პირველი ტენდერი რაც გამოცხადდა ის ჭაბურღილი მოეწყო.
დებეტი არის ცოტა და ორი ჭაბურღილის გაკეთებაა საჭირო სოფელს სრულიად
რომ მოვემსახუროთ. ახლა დამატებით კეთდება მეორე
ჭაბურღილი”. - გვითხრა შპს “მარნეულის სოფწყარლის”
ტექნიკურმა მენეჯერმა
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ სოფელ ბეითარაფჩიში არსებული
ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში
მონაწილეობის მიღება კომპანიებს 13-დან 16 თებერვლამდე პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ბეითარაფჩიში
მეორე ჭაბურღილი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში მოაწყოს.
რადიო “მარნეული”