მარნეულის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ სკოლებში შეხვედრებს გამართავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია იგეგმება. კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების ჩართულობით, მიმდინარე თვიდან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მუნიციპალიტეტში არსებულ თვრამეტივე ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლებში (სულ 75 სკოლა).

თანხის გამოყოფის თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, დაურ ისმაილოვს, განცხადებით მიმართა ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის

მოვალეობის შემსრულებელმა დავით აროშიძემ.

“მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და აღნიშნული მიმართულების გაძლიერების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების უშუალო ჩართულობით, მიმდინარე თვიდან იგეგმება საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ თვრამეტივე ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლებში (სულ 75).”

საკანცელარიო ნივთები მერიამ გამარტივებული წესით ინდმეწარმე აკრემ გახრამანოვისგან შეიძინა.

  • საინფორმაციო ბროშურა – 700 ცალი (210 ლარი);

  • ბრენდირებული საწერი კალამი – 300 ცალი (450 ლარი);

  • ბრენდირებული ბლოკნოტი (A5 ფორმატი) – 300 ცალი (1 200 ლარი);

  • ბრენდირებული სტიკერი (თვითწებვადი, პრიალა ქაღალდი, 8×5 სმ) – 50 ცალი (10 ლარი).

გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ბრენდირებული მაისურების გამოყენებაც. აღნიშნული პროდუქცია გამარტივებული წესით, მეორე ტენდერის ფარგლებში, შპს „ბიეიჩსი“-სგან არის შეძენილი. სულ შეძენილია 50 ცალი ბრენდირებული მაისური, ერთეულის ღირებულება 14.5 ლარია, ხოლო საერთო ჯამი - 725 ლარი.

შეძენილი მასალების საერთო ღირებულება 2595 ლარს შეადგენს.

/გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია/


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები