წერეთელი-საიმერლოს ხაზზე მოძრავი ავტობუსი, რომელიც ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად დაზიანდა, ამჟამად შეკეთების პროცესშია.
როგორც რადიო „მარნეულს“ ავტოპარკის ხელმძღვანელმა, გიგა ჯალაღონიამ
განუცხადა, 6 თებერვლიდან აღნიშნულ მარშრუტზე დროებით ქალაქის
ავტობუსი იმოძრავებს.
„ქალაქის ავტობუსი 6 თებერვლიდან გადავა წერეთლის ხაზზე. ქალაქში ორი
ავტობუსი მოძრაობდა და ერთი დარჩება. საიმერლოს ავტობუსსაც აუცილებლად
შევაკეთებთ,“- აღნიშნა გიგა ჯალაღონიამ.
წერეთელი–საიმერლოს ხაზზე მოძრავი ავტობუსი 2 თებერვალს დაზიანდა.
ავტოსაგზაო
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საიმერლოდან მომავალი
ავტობუსი სოფელ საიმერლოსა და ნორგიულის შესასვლელთან გზიდან
გადავიდა.
შემთხვევის მიზეზი მძღოლის შეუძლოდ გახდომა გახდა. მან გონება
დაკარგა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან
გადავიდა.