მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2026 წლის
განმავლობაში მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი
400 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვას 56`949
ლარად გეგმავს.
სატენდერო სოკუმენტაციის მიხედვით, მოთხოვნებში შედის:
- 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ
დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით)
საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური
მეთოდებით);
- 2. დაჭერილი ცხოველის ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით
თავშესაფარში ( თავშსაფარი უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან
სარგებლობაში).
- 3. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების
შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა
ვეტერინალური მომსახურეობის გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით
(დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
ვეტერინალური მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარ
სპეციალისტმა;-
- 4. უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების
იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ;
- 5. ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული
ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო)
გადაყვანა;
- 6. ცხოველის დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ
მითითებული ადგილიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა
რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი;
- 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთჯერ შესაბამისი
რეიდების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ
მოთხოვნით დამატებითი რეიდების მოწყობა;
- 8. მომსახურების განხორციელების პერიოდში არსებული
რისკ-ფაქტორების თავისთავზე აღება.
- 9. პრედენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებით განსაზღვრული ყველა
პირობა და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა
რეგულაციები.
მარნეულის მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში
გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში
გადაყვანის) მომსახურებას ყოველწლიურად ყიდულობს.
რეგიონის მასშტაბით დღემდე არ არსებობს თავშესაფარი, რომელზეც
მსჯელობა თითქმის ყოველწლიურად მიმდინარეობს. მარნეულის მერიის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს 11-13
თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.