მარნეულელი ძიუდოისტი ლიზა დავაძე საქართველოს სარეიტინგო ტურნირის
გამარჯვებულია.
ინფორმაციას მისი პირადი მწვრთნელი, სანდრო იაკობაშვილი ავრცელებს
დაწერს, რომ მან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
“ლიზა გახლავთ პირვეული გოგო ჯუდოკა ჩვენი დარბაზიდან,
რომელიც ირიცხება ეროვნულ ნაკრებში, კადეტთა შორის ვულოცავთ მთელ
გუნდს ამ დიდ წარმატებას” - წერს იაკობაშვილი
გასულ თვეში ლიზა დავაძემ თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნული შედეგით სპორტსმენს ოფიციალურად
ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ევროპის და მსოფლიო
ჩემპიონატებზე.