რადიო “მარნეულის" ჟურნალისტმა, თეა დავაძემ
ევროკავშირის პრიზი 2025-ის კატეგორიაში “საუკეთესო სიუჟეტი
სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში” "საგანგებო აღნიშვნა" მიიღო.
სიუჟეტი შეეხებოდა 100 კილპმეტრიან მარშსს, რომელიც დმანისიდან
დაიწყო. მისი თანაავტორი ასევე არის რადიო “მარნეულოს” ჟურნალისტი,
ამილ მამედოვი.
სიუჟეტი ეხება ქვემო ქართლლს , რომელიც იშვიათად ჩანს პროტესტის
მთავარრუკაზე. ამ რეგიონში შიში ხშირად ყოველდღიურობისნაწილია, თუმცა
ამჯერად ქვემო ქართლმა დუმილი 100
კილომეტრიანი მარშით დაარღვია.
ადამიანებისაერთო სურვილის გარშემო გაერთიანდნენ და ფეხითგაიარეს
დმანისი, ბოლნისი, მარნეული დათეთრიწყარო - ოთხი მუნიციპალიტეტი,
ოთხიგანსხვავებული რეალობა და ერთი მთავარი მიზანი: ცვლილება.
მარშის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში იყვნენგზაში. დაღლა,
ტკივილი და სიცივე ყოველდღიურგამოწვევად იქცა, თუმცა არც ერთი ნაბიჯი
უკან არგადაუდგამთ. ეს არ იყო უბრალოდ ფეხით სვლა - ესიყო შიშის
წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და გზათავისუფლებისკენ, ევროპისკენ,
ღირსებისკენ დაარჩევანისკენ.
100 კილომეტრიან მარშს შეუერთდნენ აქტივისტებიდმანისიდან, ბოლნისიდან,
მარნეულიდან, თეთრიწყაროდან, წალკიდან, გარდაბნიდან დარუსთავიდან. მათ
დაამტკიცეს, რომ რეგიონებსაც აქვთხმა, მაშინ როცა ქვემო ქართლში
პროტესტიგანსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს. აქ ბევრმაკარგად იცის, რას
ნიშნავს იყო განსხვავებული და რასნიშნავს არ დაემორჩილო.