ბოლნისის სოფელ ჭაპალაში სკვერის და მინი სტადიონის მოწყობა იგეგმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭაპალაში სკვერისა და ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობას 400 000 ლარად გეგმავს.


თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სკვერში იგეგმება ფანჩატურის მოწყობა, დეკორატიული ღობის გაკეთება, ატრაქციონების მონტაჟი, სკამების დადგმა. ხელოვნური საფარის მოწყობა კალათბურთის

ფარის მონტაჟი და სხვა.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 22-27 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები