დღეს, 10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში,
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრება
გაიმართა.
სოფლის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ შეკრებილ ყიზილაჯლოელებს
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კობა
ჩხიტუნიძემ მიმართა. მოსახლეობამ გასული ორი წლის მსგავსად წელსაც
გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.
ადგილობრივებმა კრებაზე სხვა პრობლემებიც დაასახელეს, მათ შორის
გზების მდგომარეობა, სარწყავი არხის დაბინძურება, გაზისა და სხვა
ინფრასტრუქტურული საკითხები.
მერიის
წარმომადგენლებმა ყიზილაჯლოელებს დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულ
საკითხებს დამატებით პრიორიტეტულად მონიშნავდნენ და მერიის შესაბამის
სამსახურებს საქმის კურსში ჩააყენებდნენ.

გარდა აღნიშნული სოფლისა, დღეს კრება ჩატარდა ასევე სოფელ აზიზქენდსა
და გაჯისაქენდში. მერიის წარმოადგენლების თქმით, აზისქენდში გარე
განათებას, ხოლო გაჯისქენდში მინი სტადიონის მოწყობას დაუჭირეს
მხარი.
ყველა სოფელზე 20 000 ლარი არის გამოყოფილი.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 20
თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2026 წელს საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.
თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო
სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს
შეადგენს.