დეპუტატმა აქსანა ყურბანოვამ მოსახლეობას პრობლემის მოსაგვარებლად ფულის შეგროვება ურჩია
10 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში გამართულ საერთო კრებაზე ადგილობრივი პრობლემების განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს წევრი და საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, აქსაკა ყურბანოვა.

კრებაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად სოფლის სარიტუალო დარბაზში ბუნებრივი აირის მიწოდება განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარია გამოყოფილი. თუმცა,

აქსაკა ყურბანოვას განცხადებით, ეს თანხა გაზიფიცირების სამუშაოების სრულად დასაფინანსებლად საკმარისი არ იქნებოდა და მოსახლეობას მიმართა რომ ინიციატივა თავად გამოეჩინათ და პრობლემის მოსაგვარებლად ფულის შეგროვება შესთავაზა.

გთავაზობთ დიალოგს მოსახლეობასა და აქსანა ყურბანოვას შორის:

სოფლის მკვიდრი: - მომეცით ეს პლასტმასი! რიტუალების სახლში ცხელი წყალი და გაზი არ გვაქვს. ამით სამოვარს ვანთებთ და ჭურჭელს ვრეცხავთ. 3-4 შტატს დაგვპირდნენ, მაგრამ შტატებს არ ხსნიან. ორი წელი გავიდა, იქ გაზი არ არის. არავინ ამბობს, რომ რიტუალების სახლს გაზი არ აქვს. პირველ რიგში, ეგ არის გასაკეთებელი. ამით ვანთებთ იქ სამოვარს.(პლასტმასით)

დეპუტატი აქსანა ყურბანოვა: - ნახეთ, რას გეუბნებით. თქვენს სოფელს გარკვეული ბიუჯეტი გამოეყოფა, ასე არ არის, ძმებო?

სოფლის მკვიდრი: - ეგ ბიუჯეტი არ ჰყოფნის აქაურობას.

დეპუტატი:
- არ ჰყოფნის? ახლა ცოტა ინიციატივაც... თუ ხალხიდანაც აკრებთ [ფულს], ჩემი აზრით, საკმარისი იქნება.

სოფლის მკვიდრი: - ხალხმა შეაგროვა და ააშენა ეგ ადგილი ისედაც. ხალხის დახმარებით აშენდა.

დეპუტატი:
- ანუ, ნახევარი თანხა წელს რასაც ეყოფა ეგ გავაკეთოთ მომავალ წელს ეგეც გაკეთდება.

სოფლის მკვიდრი: -
ორი წელია ველოდებით, ქალბატონო, ორი წელია შტატებს დაგვპირდნენ.

დეპუტატი: - რასაც უმრავლესობა მოინდომებს, იმას გავაკეთებთ.

სოფლის მკვიდრი: - ორი წელია ამას გვპირდებიან.

დეპუტატი: - უმრავლესობის ხმა შეგროვდა, უმრავლესობის.

სოფლის მკვიდრი:-  ერთი კაცი მაინც იღებდეს ხმას იქიდან, არავინ იღებს ხმას.


ადგილობრივებმა კრებაზე სხვა პრობლემებიც დაასახელეს, მათ შორის გზების მდგომარეობა, სარწყავი არხის დაბინძურება და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები, თუმცა კრებაზე მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირეს.

მერიის წარმომადგენლები ყიზილაჯლოელებს დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებს დამატებით პრიორიტეტულად მონიშნავდნენ და მერიის შესაბამის სამსახურებს საქმის კურსში ჩააყენებდნენ.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 20 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები