დმანისის მერიამ სუვენირების დასამზადებლად ტენდერი გამოაცხადა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია 18 205 ლარად გეგმავს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტის ავთენტური სუვენირების დაამზადოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თვითმმართველობისასთვის 5 სახეობის სუვენირს დაამზადებენ.

ზეზვას და მზიას სუვენირი (10 ცალი) - ფიგურების (ზეზვას და მზიას თავები) მასალა: ბრინჯაო. სადგამის ქვა: მწვანე დიაბაზი (სიმაღლე 5 სმ, სიგრძე 8,5 სმ, სიგანე - 4,5 სმ), მთლიანად ნაკეთობის სიმაღლე 11 სმ. ნაკეთობა

ზეზვა და მზია ჩამოსხმული უნდა იყოს ბრინჯაოს ლითონში, რომელიც დგას დიაბაზის ქვის სადგამზე. ნაკეთობის მთლიანი სიმაღლე 11 სმ, ნაკეთობას უნდა ჰქონდეს ქიმიური, ხელოვნური დაძველების ეფექტი.

დმანისის ნაქალაქარი (8 ცალი)- ნაკეთობა წარმოადგენს „დმანისის ნაქალაქარის“ სივრცით კომპოზიციას. სუვენირი შედგება ჯამში 6 ფიგურისგან, კერძოდ: დმანისის სიონი, წმინდა მარინეს ტაძარი, ციტადელი თავისი ელემენტებით (ნაქალაქარის არქიტექტურული ელემენტები კომპოზიციურად შერწყმული), კოშკი (სამრეკლო).

სუვენირული მონეტა (20 ცალი)-
დმანისში მოჭრილი ისტორიული მონეტის რეპლიკა. მასალა და დამუშავება: თითბერი. ზედაპირის დამუშავება: მოსპილენძებული (სპილენძისფერი გალვანიკური დაფარვა). ზედაპირი უნდა იყოს: ერთგვაროვანი, დაჟანგვისადმი მდგრადი, ნაკაწრებისადმი გამძლე.

სუვენირული მონეტა (5 ცალი)-
დმანისში მოჭრილი ისტორიული მონეტის რეპლიკა. მასალა და დამუშავება: თითბერი. ზედაპირის დამუშავება: მოსპილენძებული (სპილენძისფერი გალვანიკური დაფარვა). ზედაპირი უნდა იყოს: ერთგვაროვანი, დაჟანგვისადმი მდგრადი, ნაკაწრებისადმი გამძლე.

სუვენირული ბრელოკი "სტელა" (50 ცალი)
- ბრელოკი წარმოადგენს დმანისის ქვის სტელის ვერტიკალურ შემცირებულ მოდელს. სტელას უნდა ჰქონდეს: რელიეფური დეტალები ოთხივე მხარეს,სტელის ორიგინალური ორნამენტებისა და ფიგურების მაქსიმალურად ზუსტი გადმოცემაბრელოკი წარმოადგენს დმანისის ქვის სტელის ვერტიკალურ შემცირებულ მოდელს. სტელას უნდა ჰქონდეს: რელიეფური დეტალები ოთხივე მხარეს,სტელის ორიგინალური ორნამენტებისა და ფიგურების მაქსიმალურად ზუსტი გადმოცემა.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 14-16 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები