მარნეულში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ე.კ., მარნეულში დააკავეს.

დაკავებული

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა და მას თურქეთში ჩადენილი ქურდობების ფაქტებზე ედავებიან.

სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მარნეულში აიყვანეს.

დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები