მარნეულის 5 სკოლაში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ვაკანსიაა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ვაკანსიებია ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე სპეციალურ მასწავლებლებს მარნეულის 4 საჯარო სკოლა, ფსიქოლოგს კი - ერთი ეძებს.

ვაკანტური ადგილები გამოქვეყნებულია პედაგოგთა ვაკანსიების ოფიციალურ პლატფორმაზე - teacherjobs.ge. –ზე

ვაკანსიები ხელმისაწვდომია შემდეგ სკოლებში:

სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი

• სამუშაო საათები 15 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 1000 ლარი

სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი

• სამუშაო საათები 36სთ/კვირაში, სავარაუდო

ხელფასი 1615 ლარი

სსიპ - ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი

• სამუშაო საათები 36სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 1379-1935 ლარი/თვეში

სსიპ - ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი

• სავარაუდო ხელფასი900-1300 ლარი/თვეში

სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლა - ფსიქოლოგი

• სამუშაო საათები 16 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 500-700 ლარი/თვეში

გარეკანის ფოტო: არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები