დმანისის მუნიციპალიტეტში ორი საბავშო ბაღის სახურავის შეცვლა
იგეგმება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ორი
ტენდერი გამოაცხადა.
თვითმმართველობა 121`740 ლარად გეგმავს სოფელ გომარეთის საბავშვო
ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესყიდვს, რომელიც
ითვალისწინებს სადემონტაჟო და ახლის მოწყობის სამუშაოებს.
სადემონტაჟო სამუშაოები:
• მოხდეს სახურავის ფენილის, მოლარტყვისა და სანივნივე
სისტემის სრული დემონტაჟი, ასევე არსებული წყალასაწრეტი სისტემა.
მოსაწყობი სამუშაოები:
• სახურავზე მოეწყოს ახალი მოლარტყვისა და სანივნივე სისტემა და ახალი
ფენილი.
• მოეწყოს ახალი წყალასაწრეტი სისტემა.
იგივე სამუშაოებია გათვალისწინებული სოფელ განთიადის საბავშო
ბაღისთვისაც. დასახარჯი თანხის სავარაუდო ოდენობა კი 123`649
ლარია.
განთიადის ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 21-24 თებერვლის
პერიოდში შეეძლებათ, ხოლო, გომარეთის ტენდერში, პრეტენდენტები
წინადადებების დაფიქსირებას 20-23 თებერვლის პერიოდში შეძლებენ.