რა ღირს ყვავილები მარნეულის ბაზარში დედის დღეს
დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ტრადიციულად, ყვავილებით მოვაჭრეებითაა სავსე. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალი დახლია, სადაც ცოცხალ, ხელოვნურ თუ ქოთნის ყვავილებს ყიდიან.

ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების ფასები 5 ლარიდან იწყება. 5 ლარადაა შესაძლებელი პატარა ქოთნის ყვავილების ყიდვა. სხვადასხვა სახის ქოთნის ყვავილები 5, 10, 15 და 20 ლარი ღირს.

ყვავილების თაიგულების ფასები 25

ლარიდან იწყება და 90-100 ლარამდეც ადის. ერთი ცალი წითელი ვარდის ღირებულება 10 ლარია.

რაც შეეხება ხელოვნურ ყვავილებს, ფასები ზომების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე პატარა თაიგული 10 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი 60-70 ლარი.

დღეს 3 მარტია, დედის დღე. საქართველოში დედის დღე უქმე დღედაა გამოცხადებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები