დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია,
ტრადიციულად, ყვავილებით მოვაჭრეებითაა სავსე. ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ახალი დახლია, სადაც ცოცხალ, ხელოვნურ თუ ქოთნის ყვავილებს
ყიდიან.
ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების ფასები 5 ლარიდან
იწყება. 5 ლარადაა შესაძლებელი პატარა ქოთნის ყვავილების ყიდვა.
სხვადასხვა სახის ქოთნის ყვავილები 5, 10, 15 და 20 ლარი ღირს.

ყვავილების თაიგულების ფასები 25
ლარიდან იწყება და 90-100 ლარამდეც
ადის. ერთი ცალი წითელი ვარდის ღირებულება 10 ლარია.
რაც შეეხება ხელოვნურ ყვავილებს, ფასები ზომების მიხედვით
განსხვავდება. ყველაზე პატარა თაიგული 10 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე
დიდი 60-70 ლარი.

დღეს 3 მარტია, დედის დღე. საქართველოში დედის დღე უქმე დღედაა
გამოცხადებული.
რადიო „მარნეული“