ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა თამარისის N12-ში მდებარე
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაზიანებული სახურავის გამო 25-ე
ბინაში წყალი ჩამოდის.
ამის შესახებ რადიო „მარნეულს“ ერთ-ერთი მაცხოვრებელი დაუკავშირდა და
ფოტოსურათებიც გაუზიარა, რომლებიც ასახავს, როგორ ცდილობენ ყოველი
წვიმისა და თოვლის დროს სახლში ჩამოსული წყლის შეკავებას.
ადგილობრივის თქმით, ნალექის დროს ოთახში ჭურჭელს დგამენ, რათა
ჩამოსული წყალი იქ დაგროვდეს. როგორც იგი აღნიშნავს, პრობლემა
წლებია
არსებობს. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთების
დაპირებებს მოსახლეობა ძირითადად არჩევნების პერიოდში ისმენს, თუმცა
მდგომარეობა უცვლელია.

იგეგმება თუ არა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა თამარისში
(შენობა 12 ა) საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია, ამ კითხვაზე
საპასუხოდ ბოლნისის მერიაში ოფიციალური წერილით მიართვა გვთხოვეს.
პასუხის გასაცემად ბოლნისის მერიას 22 დღე დასჭირდა.
წერილში აღნიშნულია, რომ 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დაბა
თამარისის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 12ა-ს სახურავის
რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნულ დასახლებაში, რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შიდა საავტომობილო
გზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
“აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
მუნიციპალიტეტის მასშტაბით როგორც ქალაქში, ისე დაბებში,
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას ბოლო
წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. საჭიროებიდან გამომდინარე,
სპეციალისტების მიერ მოხდება როგორც მე-12, ასევე დაბაში არსებული
სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესწავლა, საპროექტო
დავალების მომზადება და სამომავლოდ სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების განხორციელება.” - ვკითხულობთ ბოლნისის
მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში.
რადიო “მარნეულმა” ბოლნისის მერიას წერილით 11 თებერვალს მიმართა