მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „კულტურის
სახლის“ რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, კულტურის სახლში დაგეგმილია მარჯვენა
და მარცხენა მხარეს ერთი სართულის დაშენება, სარდაფის, შესასვლელისა
და სახურავის სრული რეაბილიტაცია, ახალი მცირე თეატრის დარბაზის
მოწყობა, ახალი ქორეოგრაფიული სარეპეტიციო ოთახების მოწყობა, არსებული
დიდი დარბაზის სრული რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს სცენისა და
სასცენო მექანიზმების ოთახში არსებული მბრუნავი სცენის
აღდგენა-რეაბილიტაციას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას
სამუშაოების
შესრულებისათვის 7 585 206 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს
გამოცხადებული. თანხის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული კულტურის ცენტრის
იერსახის ნაწილობრივ შენარჩუნება, თუმცა მარჯვენა და მარცხენა
ფლიგელზე დაგეგმილია ერთი სართულის დაშენება, მარცხენა ფლიგელზე
დაშენებულსართულში განთავსდება მცირე თეატრის დარბაზი, ხოლო მარჯვენა
მხარეს განთავსდება ქორეოგრაფიისთვის სარეპეტიციო ოთახები.
დაშენებისთვის დაგეგმილია მონოლითური რკინაბეტონის სარტყელის მოწყობა,
კედლებისთვის მოსაწყობად გამოყენებულია ლითონის კონსტრუქცია, ხოლო
კედლის შემავსებლად ბეტონის ბლოკი, სახურავისთვის გამოყენებულია
ლითონის კონსტრუქცია, დაშენების ორივე მხარეს მოეწყობა ერთქანობიანი
გადახურვა-გადახურვის მასალად გამოყენებულია
სენდვიჩპანელი”. - აღნიშნულია პროექტში
კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ფასადის ძირითადი
ნაწილი შეილესება, შეიფითხნება მიუნხენით, შეიღებება საფასადე
წყალემულსიური სილიკატური საღებავით. მოეწყობა სარდაფში ჩასასვლელი
კიბეები ლითონის მოაჯირებით, ასევე ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მდებარე
არსებულკიბის კონსტრუქციაზე განთავსდება მოზაიკური კიბის საფეხურები,
ხოლო მოაჯირები ლითონის მილკვადრატებისა და ალუკაბონდისაგან მოეწყობა.
დაგეგმილია ამ კიბის ბაქნიდან გადასასვლელის მოწყობა მარცხენა მხარეს
მიშენებულ ნაწილზე, გადასასვლელი აივანი მოეწყობა ლითონის
კონსტრუქციით და მოპირკეთდება ლითონის ფურცლით.
“პროექტი ითვალისწინებს შენობაში შემდეგი სამშენებლო და
სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, სარდაფის სართულზე დაგეგმილია
სათავსო ოთახების მოწყობა, სასცენო მექანიზმების ოთახში დაგეგმილია
არსებული მბრუნავი სცენის აღდგენა-რეაბილიტაცია. პირველ სართულზე
განთავსდება შემდეგი ოთახები: მისაღები, მოსაცდელი სივრცეები, ექიმისა
და დაცვის ოთახები, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოეწყობა ანტრესოლი
რომელიც ლითონის კიბით დაუკავშირდება მოსაცდელსივრცეს, ანტრესოლი
გამოყენებული იქნება სათავსოდ. ტიხრებისთვის გამოყენებულია
თაბაშირ-მუყაოს ფილა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოეწყობა მონოლითური
რკინაბეტონის ფილა სადაც განთავსდება სანკვანძები როგორც ქალებისა და
მამაკაცებისათვის ასევე შ.შ.მ პირებისთვის. ასევე მოეწყობა
საგარდერობე და საგრიმიოროს ოთახები, ტიხრები მოეწყობა ბეტონის
ბლოკითა და თაბაშირ-მუყაოს ფილით. მეორე სართულზე განთავსებულია
სამუშაო ოთახები, გამოსაცვლელები, ცეკვის ოთახი და მცირე სამზარეულო,
ტიხრები მოეწყობა ბეტონის ბლოკით. მესამე სართულზე ჩრდილო-დასავლეთ
მხარეს განთავსებულია: კიბის უჯრედი, მისაღები, სამუშაო ოთახი, სან-
კვანძები, თეატრის მცირე დარბაზი საგრიმიოროებით, ხოლო
სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს განთავსებულია: კიბის უჯრედი, მისაღები
ოთახი, დირექტორის ოთახი, სამუშაო ოთახები, მცირე სასადილო,
სან-კვანძები, გამოსაცვლელები, ქორეოგრაფიისთვის
სარეპეტიციოები”. - აღნიშნულია პროექტში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კულტურის ცენტრის
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 1
080 დღეში უნდა განახორციელოს, რაც ნიშნავს, რომ კულტურის ცენტრის
რეაბილიტაციას 3 წელი დასჭირდება.
ტენდერში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ კომპანიებს 27 მარტიდან
პირველ აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.
რადიო “მარნეული”