სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის
ეფექტიანობის საუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებსა და 2024
წლის 1 ივლისამდე პერიოდში მარნეულის მერიამ 19 უძრავი ქონება იჯარით
გასცა, საედანაც 26 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში
მერიამ მის საკუთრებაში არსებული 9 უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით
გაასხვისა, საედანაც 288 500 ლარი მიიღო.
აუდიტის დასკვნაში განხილულია
ასპინძის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის,
მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, წალკის,
სამტრედიის, მარტვილის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები და
მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის
ეფექტიანობა 2022-2023 წლებსა და 2024 წლის 6 თვეში.
“აღსანიშნავია, რომ შესწავლილი მუნიციპალიტეტების
უმრავლესობას მიუხედავად პირდაპირი განკარგვისა, საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე, ქონების მიმღებისათვის რაიმე დამატებითი
პირობა არ დაუდგენიათ. შედეგად, მუნიციპალიტეტებმა ისე განკარგეს
ქონება, რომ სათანადოდ არ დაიცვეს, როგორც საკუთარი ასევე მოსახლეობის
ინტერესები”. - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მერიას საიჯარო ქირების და
დარიცხული პირგასამტეხლოს მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები დროულად
არ გაუტარებია. აუდიტში ასევე აღნიშნულია, რომ მარნეულის, სამტრედიის,
მცხეთის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში
არსებული 16 ერთეული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთით, საერთო ფართობი − 558.2 ათასი კვ.მ, სარგებლობენ
არაუფლებამოსილი პირები.
რადიო "მარნეული"