მარნეულში ფრინველთა კუსტარული სასაკლაო გამოვლინდა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მარნეუში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს. სააგენტროს განმარტებით, ფიზიკური პირი, რომელსაც სასაკლაო ჰქონდა გახსნილი, დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

“სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა”. -

აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

სეს-ის განმარტებით, ორგანიზაცია არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები